თბილისში მოთოვს

საქართველოს დედაქალაქში ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 22 ნოემბერს წვიმას და სველ თოვლს პროგნოზირებენ.

მზე 07:57 საათზე ამოვა და 17:35 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.