ანტიამერიკული საპროტესტო აქციები ათენში – ფოტო

Sputnik

ათენი ანტიამერიკულმა დემონსტრაციებმა მოიცვა, რომელიც 1973 წელს „შავი პოლკოვნიკების“ ხუნტის წინააღმდეგ სტუდენტთა აჯანყების 46-ე წლისთავს ეძღვნება.

ამ მოვლენის წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია საბერძნეთისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა. საბერძნეთის მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ 1973 წლის ისტორიაში დამნაშავე შეერთებული შტატების მთავრობაა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მომიტინგეები ათენში ყოველ წელს აშშ-ის საელჩოსთან მიდიან საბერძნეთის სისხლიანი დროშით და სკანდირებენ „დაგვტოვოს შეერთებულმა შტატებმა, დაგვტოვოს ნატომ და მათმა ბაზებმა!“

 

1 / 12
ანტიამერიკულ დემონსტრაციაზე დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი
2 / 12
აქცია 1973 წელს „შავი პოლკოვნიკების“ ხუნტის წინააღმდეგ სტუდენტთა აჯანყების 46-ე წლისთავს ეძღვნება
3 / 12
ბერძნები აშშ-ს 1967-74 წლებში ხუნტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აჯანყების წლისთავზე სტუდენტები ამერიკის საელჩოსთან საბერძნეთის სისხლიანი დროშით მიდიან და მასობრივ დემონსტაციას მართავენ
4 / 12
ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, ხუნტა აშშ-ის გარეშე ერთ დღესაც ვერ იარსებებდა
5 / 12
პროტესტთან დაკავშირებით, მთავრობამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
6 / 12
მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის ხელძღვანელობა მკაცრად აკონტროლებს
7 / 12
წესრიგს 5 ათასამდე პოლიციელი და სპეცრაზმელი იცავს
8 / 12
სტუდენტები აქციაზე
9 / 12
უსაფრთხოების ასეთი ზომები მიიღეს მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ანარქისტებს შეუძლიათ გამოიწვიონ
10 / 12
აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ საპროტესტო აქციებს
11 / 12
მომიტინგეები აშშ-ის და ნატო-ს დროშებს წვავენ
12 / 12
დემონსტრანტებმა ყვავილები მიიტანეს 1973 წლის აჯანყების მემორიალთან