სვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ტყის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძართან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, იუწყებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სვანეთში ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული, ხვალიდან კი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

„მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.