რვა იდეა, რა ვაჩუქოთ ახალბედა დედიკოებს

პატარას გაჩენამდე და გაჩენის შემდეგ უამრავ საჩუქარს და ნივთს ვყიდულობთ ოჯახის ახალი წევრისთვის, რათა ყველაზე ჯანმრთელი და მოვლილი ბაია გვყავდეს, თუმცა პატარას ამ ქვეყნად მოვლინების პროცესის ერთ-ერთი მთავარი გმირი – დედა ხშირად მეტ-ნაკლებად უყურადღებოდ გვრჩება.
Sputnik

ახალშობილის დედები მთელ თავის ენერგიას შვილის მეთვალყურეობას ახმარენ, მათ შორის საკუთარი ფსიქიკური, ემოციური ჯანმრთელობის ხარჯზეც. ამიტომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების, მეგობრების თანადგომა და ყურადღება.

ბლოგერი მარიამ გელაშვილი პირად ბლოგში „მეოჯახე“ იმ საჩუქრების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, რომლითაც ახალბედა დედიკოებს გაახარებთ. დამერწმუნეთ, ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო და სიხარულის მომტანის იქნება.

* ბალიში ლაქტაციისთვის

ეს არის რკალის ფორმის ფუმფულა ბალიში, რომელსაც დედა გამოიყენებს მაშინ, როდესაც პატარას ძუძუთი აჭმევს. ახალშობილები 40 წუთის მანძილზე ჭამენ და დედას ხელები გამუდმებით ეღლება, ამ დროს ლაქტაციის ბალიში ბავშვის წონის დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს და დედასაც ეძლევა საშუალება ბოლომდე დატკბეს თავის პატარასთან სიახლოვით, კუნთების ტკივილის და დაძაბულობის გარეშე.

* რადიო-ძიძა

რადიო-ძიძა შეუცვლელი ნივთია ახალბედა დედისთვის. სანამ ბავშვს სხვა ოთახში სძინავს, მშობლებს შეუძლიათ ერთად ივახშმონ ან სერიალს უყურონ. თან არ გამოეპაროთ უმნიშვნელო ხმაურიც კი.

* აჩუქეთ კარგი წყლის ბოთლი

როგორც ორსულის, ასევე მეძუძური დედის ორგანიზმი საჭიროებს წყლის სწორი რაოდენობით მიღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. თუმცა ახალმა დედიკომ შეიძლება ვერ გააკონტროლოს ეს საყურადღებო მომენტი. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი მისთვის ხარისხიანი ბოთლია წყლისთვის, რა თქმა უნდა, საზომი მაჩვენებლებით.

* მიუტანეთ უკოფეინო ყავა და საყვარელი ტკბილეული

მას ალბათ დიდი ხანია არ აქვს მეგობრებთან ერთად განტვირთვის საშუალება, რადგან მთელ დროს ბავშვთან ატარებს. რატომაც არა, მოვუწყოთ სულ მცირე განტვირთვა სახლის პირობებში.

* მიეცით ცოტა ხნით მშვიდად დაძინების საშუალება

თუ ახალბედა დედიკოს ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი ხართ, შეეცადეთ ერთი დღით თავად გადაიქცეთ დედად და საკუთარ თავზე აიღოთ პატარის მოვლა. ეს თქვენთვისაც საინტერესო გამოწვევა იქნება და გადაღლილ დედასაც მისცემს ცოტა ხნით მშვიდად დაძინების საშუალებას.

* მოუწყეთ სპა საათი

ერთი ცალი აბაზანის ბომბი ბურთულა და რამდენიმე სურნელოვანი სანთელი შეძლებს თქვენ საყვარელ ახალბედა დედას მისცეს მოდუნების, გადაღლილი წელისა და სახსრების დასვენების საშუალება, თქვენ კი ერთი-ორი საათით პატარასთან მარტოც გაერთობით.

* მოუმზადეთ ჯანსაღი საკვები

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი დედიკო და მამიკო მარტონი ცხოვრობენ და თითქმის არაფრისთვის რჩებათ დრო და ენერგია გარდა პატარას მოვლისა, ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო საჩუქარი შეიძლება გემრიელად მომზადებული ჯანსაღი სალათი ან სხვა კერძი აღმოჩნდეს.