მოსკოვში დებიუტანტების მეჯლისზე ქართველმა გოგონებმა გაიბრწყინეს

ღონისძიებამ თავი დაიმკვიდრა, როგორც მეჯლისმა, რომელიც მიზნად ისახავს სალონური მეჯლისების თავადური ტრადიციის აღორძინებას.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ვარსკვლავების ქალიშვილები დებიუტანტების ყოველწლიურ მეჯლისს ესტუმრნენ. წვეულება ჟურნალ Tatler–ის ორგანიზებული იყო.

წვეულებაზე გაიბრწყინეს მომღერალ ვალერი მელაძის ქალიშვილებმა – ინგამ, სოფიამ და არინამ, ასევე ტელეწამყვან თინა კანდელაკის ქალიშვილმა მელანია კონდრახინამ.

მელანიამ საღამოსთვის ჰაეროვანი ბეჟისფერი კაბა აირჩია, მისი ცნობილი დედა კი წვეულებაზე კაშკაშა წითელი ატლასის გრძელი კაბით გამოჩნდა.

წვეულებას დედასთან ერთად ვალერი მელაძის ქალიშვილებიც ესტუმრნენ. ირინა მელაძე სამი ქალიშვილის გარემოცვაში ელეგანტურად გამოიყურებოდა. ერთ–ერთი მათგანი, 16 წლის არინა მეჯლისზე პირველად მივიდა, ამიტომ ნამდვილი დებიუტანტი იყო.

დებიუტანტების მეჯლისი Tatler – ყოველწლიური მაღალი წრის ღონისძიებაა, რომელიც მოსკოვში გლამურული ჟურნალ Tatler–ის რუსული ვერსიის რედაქციის ორგანიზებით იმართება. წვეულებაზე იწვევენ „გავლენიანი რუსული ოჯახების მემკვიდრეებს“. ღონისძიებამ თავი დაიმკვიდრა, როგორც მეჯლისმა, რომელიც მიზნად ისახავს სალონური მეჯლისების თავადური ტრადიციის აღორძინებას.

წვეულებაში მონაწილეობენ 15–21 წლის დებიუტანტი გოგონები. Tatler-ი მკაცრი „დრესკოდით“ ტარდება: გოგონები იცვამენ კაბებს, ჭაბუკები – ფრაკებს. მშობლებთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე პოზირება წვეულების შემადგენელი ნაწილია.