მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

დაკავებულის ექსტრადირება, შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს, რადგან მამაკაცზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც კრიმინალური სამყაროს წევრობა, ქურდობა და ფულის გათეთრება ედება ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ 48 წლის ს.ჯ. ნეაპოლში, თანამზრახველის ბინაში აიყვანა. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, მამაკაცი ასევე ეჭვმიტანილია ტერორისტებთან კავშირში.

დაკავებულის ექსტრადირება, შესაძლოა, ესპანეთში მოხდეს, რადგან მამაკაცზე ძებნა ესპანეთს ჰქონდა გამოცხადებული.