თალაკვაძე: ოპოზიციამ გამოიყენოს საპარლამენტო ფორმატი და ჩაერთოს საპარლამენტო დებატებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაერთიანებული ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ საუბრობს.
Sputnik
„მათ უნდა გამოიყენონ საპარლამენტო ფორმატი და ჩაერთონ საპარლამენტო დებატებში. აჩვენონ საზოგადოებას თავისი არგუმენტები და დაუმტკიცონ მოქალაქეებს, ეს არგუმენტები ღირს თუ არა ამ დესტაბილიზაციის მცდელობად, რომელსაც ისინი მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, არ ღირს“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში, იმ მოდელით და თანმიმდევრობით, როგორც ეს დღეს არის ასახული კონსტიტუციაში.