ყვითელი ამბები

ჯენიფერ ლოპესმა და ბიონსემ ქართველი დიზაინერის კაბები მოირგეს – ფოტოები

დევიდ კომას მიერ შექმნილი კაბა შესანიშნავად უსვამს ხაზს მომღერლების ფიგურას. როგორც ჩანს, ქართველი დიზაინერი ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და ცნობილი მომღერალი ბიონსე ცნობილი ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბებით გამოჩდნენ.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ლათინურამერიკელი ლამაზმანი თავს იწონებს რძისფერი მოკლე კაბით. სამოსი შესანიშნავად გამოკვეთს ლოპესის ფიგურას. მომღერალი, როგორც ცნობილია, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ფოტოებზე ჩანს, რომ კაბას აქვს შავი გამჭვირვალე ჩანართები, რომლებიც ლოპესის წვრილ წელს უსვამს ხაზს.

რძისფერი კაბა მოირგო ასევე ბიონსემაც. მომღერალი ქართველი დიზაინერის კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ჯენიფერ ლოპესი დევიდ კომას სამოსით საზოგადოებაში პირველად არ გამოჩენილა. ამას წინათ მას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი შავი კაბა ეცვა კლიპში Medicine.

ჯენიფერ ლოპესმა ქართველი დიზაინერის ულამაზესი კაბა მოირგო

ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ საკუთარი მარკა – David Koma 2009 წელს ჩამოაყალიბა. დღეს ის თანამშრომლობს მსოფლიოში სახელმოხვეჭილ მასობრივ მარკეტ-გიგანტთან Topshop — David Koma for Topshop. დევიდ კომა 2014 წლიდან არის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი.

დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიდან ოცნებობდა მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე. გატაცებული იყო ხატვით და უნდოდა ლონდონში გამგზავრება, რათა დიზაინერის სპეციალობა შეესწავლა.

თუმცა თავდაპირველად კომამ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.

რუსი ქორეოგრაფი ჯენიფერ ლოპესის კონცერტზე დემნა გვასალიას ქურთუკით გამოჩნდა

სადებიუტო კოლექცია კომამ უკვე 15 წლის ასაკში წარადგინა. მოგვიანებით კომას ბავშვობის ოცნება ახდა – იგი ლონდონში გაემგზავრა და წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.

კომას სამოსს შეიძლება მრავალი უცხოელი ვარსკვლავის ნამდვილი ფავორიტი ეწოდოს.

მის მიერ შექმნილ კაბებს ირგებენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, როგორებიც არიან მეგან ფოქსი, ჯესიკა ალბა, ადრიანა ლიმა, მიშელ ობამა და მრავალი სხვა.