რა ხდება ამ წუთებში სვანეთის ტყეებში – ფოტო და ვიდეო

მესამე დღეა სვანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის მახლობლად მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის მახლობლად ტყეში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები უკვე მესამე დღეა ებრძვიან.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დილიდან ხანძრის ჩაქრობის პროცესში 90 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

რა ხდება ამ წუთებში სვანეთის ტყეებში – ფოტო და ვიდეო

ამ დროისათვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ძირითადად დამწვარია ბალახის საფარი, დაბალი ეკალ-ბარდები და ბუჩქები. დამწვარია დაახლოებით 3 ჰექტარი. 

ნიკა ლატარია