სუბარი: ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს იმის გამო, რაც დღეს ჩაიდინეს, როდესაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

შსს: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 ადამიანი დააკავეს

დღეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 პირია დაკავებული.

„როდესაც ხდება პარლამენტის ბლოკირება, ბოქლომების დადება და პარლამენტის წვერებზე თავდასხმა, ასეთ დროს სახელმწიფო მოვალეა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს და აღკვეთოს უკანონობა... სპეცრაზმი მოქმედებდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში, თუმცა მოხდა მათზე თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან. ბუნებრივია, რომ ამის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.