ქუთაისში მგზავრებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხდა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე ბათუმი–თბილისის მარშრუტით მოძრავი „მეტრო ჯორჯიას“ სამგზავრო ავტობუსი დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის დროს ავტობუსში 50-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხდა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.