ლაშა ტალახაძე თურქეთში საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი გახდა

თურქეთში საერთაშორისო ტურნირი სალიცენზიოა – აქ სპორტსმენები აგროვებენ ქულებს მომავალ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა (2016) ლაშა ტალახაძემ მოიპოვა ოქროს მედალი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძალოსანი ნაიმ სულეიმანოღლის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც თურქეთის ქალაქ გაზიანტეპში ტარდება.

ლაშა ტალახაძეს როგორც ატაცში, ისე აკვრაში ბადალი არ ჰყავდა. ორივე დისციპლინაში ტალახაძე იყო პირველი და მან მცირე ოქროს მედლები მოიპოვა.

ლაშა ტალახაძე თურქეთში საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი გახდა

ორჭიდის ჯამში ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 450 კგ (208+242) და ოქროს მედალი აიღო.

შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 23 ქვეყნის სპორტსმენებმა. თურქეთში საერთაშორისო ტურნირი სალიცენზიოა, აქ სპორტსმენები მოიპოვებენ ქულებს ტოკიოში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის.

ტალახაძემ გულშემატკივრები ასევე გაახარა ტაილანდის ქალაქ პატაიაში ახლახან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. სექტემბრის ბოლოს ლაშამ მოიპოვა ოქროს მედალი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.