კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ განიხლება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე საუბრობს.
Sputnik
„2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით. ამიტომ მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება.