არველაძე: თუ გუნდია, გუნდი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება.
Sputnik
„ვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ მე არ მიმაჩნია სწორად იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომლებმაც არ მისცეს ხმა ამ კანონპროექტს. მე მივეცი ხმა, მიუხედავად იმისა, თავიდან ვფიქრობდი, რომ მაჟორიტარული სისტემა შესანარჩუნებელია. თუმცა ხმა მივეცი, რადგან გუნდმა გადაწყვიტა, თუ გუნდია, გუნდი უნდა იყოს“, – ამბობს რევაზ არველაძე.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის შესასვლელები ამ დრომდე ბლოკირებული აქვთ და დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. მათ შორის არ შეუშვეს არც რევაზ არველაძე.