მსოფლიო დღეს

„სერიოზული შეხვედრა“ – ცნობილი გახდა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის თარიღი

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს „ნორმანდიულ ფორმატში“ მონაწილეობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის პირველი შემთხვევა იქნება.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. „ნორმანდიული ოთხეულის“ – რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრის თარიღი ცნობილია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ნორმანდიული ფორმატის“ ჩატარება 9 დეკემბერსაა დაგეგმილი. ეს ნამდვილად ასეა, სამზადისი უკვე დასკვნით სტადიაში შედის“, — განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ძალიან სერიოზული შეხვედრაა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. თუმცა პესკოვმა თავი შეიკავა რაიმე პროგნოზის გამოთქმისგან. 

პირველი შეხვედრა: უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პარიზში მოილაპარაკებენ

„მოდით, არ გავზარდოთ მოლოდინები, რათა მერე იმედები არ გაგვიცრუვდეს, და არც დავწიოთ — იმ იმედით, რომ [სამიტის] სამზადისი თავის ნაყოფს გამოიღებს“, — აღნიშნა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეხვედრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის ეს „ნორმანდიულ ფორმატში“ მონაწილეობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის პირველი შემთხვევა იქნება. 

შეხვედრათა „ნორმანდიული ფორმატი“, რომელიც უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებს, 2014 წლიდან არსებობს. სწორედ მაშინ, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმსჯელეს პირველად უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა დონბასში კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე.