ყვითელი ამბები

ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დასახელდა

უკრაინული მუსიკალური ტელეპროექტის Голос. Дети ქართველ გამარჯვებულს ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით საბავშვო „ვოისის“ ისტორიაში ნომერ პირველ მომღერლად დაასახელეს.

ალექსანდრე წლევანდელ უკრაინულ „ვოისში” მონაწილეობდა და თავისი უძლიერესი ხმით პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

საბავშვო „ვოისის” ისტორიაში საუკეთესო ბიჭი მომღერლების ტოპ-ხუთეულის ლიდერი ალექსანდრე ზაზარაშვილი და საქართველოა, მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე – კოლუმბია, მეოთხეზე – ბელგია, მეხუთეზე კი – ნიდერლანდები.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბის ვოისის შეფასებით ტოპ 5 - საუკეთესო ბიჭ „ვოისში“ პირველ ადგილს ვიკავებ. უდიდესი წარმატებაა. დიდი მადლობა“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში.

უკრაინული მუსიკალური ტელეპროექტის Голос. Дети ქართველ გამარჯვებულს ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან.

ზაზარაშვილი: შემდეგ ათასჯერ ვუყურე ვიდეოს და ყველა ჯერზე საოცარი ემოციები მქონდა

ცოტა ხნის წინ ალექსანდრემ კარნეგი–ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ის ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე ასევე მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში Little Big Shots. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.

უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა და პროექტის გამარჯვებული გახდა.