საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა სპეცრაზმის ქვედანაყოფისა და წყლის ჭავლის დახმარებით დაეშალა საპროტესტო აქცია ქვეყნის პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები უარს ამბობენ ტერიტორიის დატოვებაზე და წინააღმდეგობას უწევენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.