ინგოროყვას კლინიკაში აქციისას დაშავებულები მიიყვანეს

ცოტა ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ინგოროყვას კლინიკაში აქციის დარბევისას დაშავებულები შეიყვანეს, იუწყება ქართული მასმედია.

ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა დაზუსტებული არ არის.

შსს: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 18 ადამიანი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში ამ წუთებში მიიყვანეს, დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, მას სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.

„ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და ის რჩება კლინიკაში. მას აქვს გულ-მკერდის ტრავმა, თუმცა, როდის დატოვებს ის კლინიკას, ჯერჯერობით უცნობია", – განაცხადა ექიმმა.

ცოტა ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. შესასვლელებთან ახლა სპეცრაზმი დგას და ტერიტორიას აკონტროლებს.

მანამდე სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. არიან დაკავებულები და დაშავებულები.