პარლამენტის ტერიტორია სპეცრაზმმა ბარიკადებისა და კარვებისგან გაათავისუფლა – ვიდეო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა სპეცრაზმის ქვედანაყოფისა და წყლის ჭავლის დახმარებით დაეშალა საპროტესტო აქცია ქვეყნის პარლამენტის შენობასთან. იხილეთ ვიდეოში, თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია რუსთაველის გამზირზე.
Sputnik

აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები უარს ამბობენ ტერიტორიის დატოვებაზე და წინააღმდეგობას უწევენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ განთავსდნენ. რუსთაველის გამზირზე გასუფთავდა გზა კარვებისგან და ბარიკადებისგან. რამდენიმე მომიტინგემ მჯდომარე საპროტესტო აქცია მოაწყო სპეცრაზმის წინ.