სპეცრაზმმა თბილისის ცენტრში ბარიკადები დაშალა: სპეცოპერაცია მიტინგის წინააღმდეგ - ფოტო

Sputnik

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის დახმარებით რუსთაველის გამზირი კარვებისგან, ტომრებისგან და კასრებისგან გაწმინდეს. თუმცა მალევე მომიტინგეები გამზირის დაკავებას კვლავ შეეცადნენ.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

 

1 / 26
ორშაბათს დღის მეორე ნახევარში რუსთაველზე სპეცრაზმი გამოჩნდა
2 / 26
ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
3 / 26
თუმცა აქციის მონაწილეები ტერიტორიის მარტივად დატოვებას არ აპირებდნენ
4 / 26
შემდეგ პოლიცია რუსთაველზე „კარვების ქალაქისკენ“ წავიდა
5 / 26
სპეცოპერაცია პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარეობდა
6 / 26
მომიტინგეები სპეცრაზმის შეჩერებას ცდილობდნენ
7 / 26
თუმცა სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა წმენდა მაინც ჩაატარა
8 / 26
შსს-ის თანამშრომლებმა დაიკავეს ტერიტორია
9 / 26
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წყლის ჭავლით ჩააქრო კასრში ანთებული ცეცხლი, დაშალა კონსტრუქციები და კარვები
10 / 26
სპეცრაზმმა სპეცტექნიკის დახმარებით ქუჩა გახსნა
11 / 26
მომიტინგეებმა თავისუფლების მოედნისკენ დაიხიეს
12 / 26
სპეცრაზმმა კი ქუჩის დასუფთავება დაიწყო
13 / 26
კარვები დაშალეს, თუმცა ოპოზიციამ ისინი კვლავ გაშალა, ამჯერად ტროტუარზე
14 / 26
სპეცრაზმმა მომიტინგეებს პარლამენტთან დაბრუნების საშუალება არ მისცა მანამ, სანამ პოლიციამ პერიმეტრზე ძალები არ გადაანაწილა
15 / 26
ოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ, პარლამენტში შესასვლელი გზები გაიხსნა
16 / 26
სპეცოპერაციის შემდეგ ასე გამოიყურებოდა რუსთაველის გამზირი
17 / 26
საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირიდან ნაგვის გატანა დაიწყეს
18 / 26
გარკვეული დროის შემდეგ აღდგა საავტომობილო მოძრაობაც
19 / 26
პარლამენტის ზედა შესასვლელთან ასევე ჩატარდა წმენდა
20 / 26
აქციის დროს შსს-ის თანამშრომლებმა დაახლოებით 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერიც
21 / 26
დაკავების მიზეზად სამართალდამცველებმა პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა დაასახელეს
22 / 26
პოლიციის სპეცოპერაციის ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ სპეცტექნიკა ტერიტორიიდან გაიყვანეს
23 / 26
ტროტუარების გაყოლებაზე პოლიციის გაძლიერებული ძალები განთავსდა
24 / 26
აქციის ზოგიერთი მონაწილე კვლავ განაგრძობდა პროტესტის გამოხატვას ტროტუარზე ჯდომით
25 / 26
ოპოზიციის ლიდერები სამშაბათს კვლავ აპირებენ განაგრძონ აქციები
26 / 26
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება და ოპოზიცია - დაიბლოკება თუ არა კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია?