ბარიკადები, პლაკატები და სამშენებლო ნარჩენები: ოპოზიციამ პარლამენტის შენობა დაბლოკა – ფოტო

Sputnik

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ყველა გზა ქვიშის ტომრებითა და სამშენებლო ნარჩენებით გადაკეტეს. ამ დროისათვის ქუჩები კვლავ დაბლოკილია. იხილეთ ფოტოკადრები, თუ რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

1 / 21
პარლამენტისკენ მიმავალი გზები კარვებითა და ქვიშის ტომრებით გადაკეტეს
2 / 21
პარლამენტთან მორიგეობენ ოპოზიციის აქტივისტები
3 / 21
პარლამენტის ყველა შესასვლელებულს გაძლიერებულად იცავენ. რკინის ჭიშკარი, რომლის გავლითაც ავტომობილები შედიან პარლამენტის ტერიტორიაზე, ბოქლომით არის დაკეტილი
4 / 21
მომიტინგეებმა კარვები გაშალეს პარლამენტის შენობასთან
5 / 21
ჯერ-ჯერობით შენობასთან სიმშვიდეა, ოპოზიციის მომხრეთა ნაწილი თავს იქცევს ბანქოს თამაშით, სოციალური ქსელების თვალიერებითა და ახალი ამბების ნახვით
6 / 21
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატების პარლამენტში შეშვებას არ აპირებენ
7 / 21
პარლამენტის ე~ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია
8 / 21
პარლამენტის შენობის წინ ასევე არიან მომიტინგეები
9 / 21
აქ ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: ფოტოზე - გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი
10 / 21
პარლამენტისკენ მიმავალი გზა, რომელზეც ბარიკადებია აღმართული
11 / 21
პარლამენტის კიდევ ერთი შესასვლელი პირველი გიმნაზიის მხრიდან
12 / 21
ოპოზიციის აქტივისტები კარვებში ისვენებენ
13 / 21
მომიტინგეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ სასურველ შედეგს
14 / 21
მათ აქტიურად უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. ფოტოზე - ქართველი პოლიტიკოსი გიგა ბოკერია
15 / 21
მომიტინგეებმა გზაზე კარვები გაშალეს
16 / 21
რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია
17 / 21
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს „ნაცმოძრაობის „პერფორმანსი“ უწოდა
18 / 21
ქვიშის ტომრები და სამშენებლო ნარჩენები მომიტინგეებმა კვირას ღამით მიიტანეს პარლამენტთან
19 / 21
პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტომრების მანქანით მიტანის ნებართვა არ მისცა, ამიტომ მათ ხელით მიტანა მოუხდათ
20 / 21
ოპოზიცია საქართველოს პარლამენტთან ყოველ საღამოს რეგულარულ მიტინგებს აანონსებს. მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა
21 / 21
რით დასრულდება ასეთი წინააღმდეგობა?