საპროტესტო აქციების ტალღამ დღეს, კვირას, ერთგვარ პიკს მიაღწია — ოპოზიციამ ერთდროულად ორი მიტინგი ჩაატარა თბილისის ცენტრში.
პარლამენტის წინ ოცზე მეტი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“ მართავდა აქციას.
ორივე აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას, რომლის თანახმადაც 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.