მსოფლიო დღეს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს, პირველადი  შედეგები კი დღეს, ღამით იქნება ცნობილი.
Sputnik

 

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik.  ბელარუსში ეროვნული სათათბიროს პალატის წარმომადგენელთა არჩევნები ტარდება, იუწყება „Sputnik ბელარუსი“

ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა

წარმომადგენელთა პალატა ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატაა, რომელიც 110 დეპუტატისგან  შედგება, რომლებიც შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ოლქებს წარმოადგენენ.

წარმომადგენელთა პალატის დეპუტატების არჩევნები ბელარუსში სამშაბათიდან ტარება: ბოლო დღეების განმავლობაში რესპუბლიკაში ვადამდელი კენჭისყრა გაიმართა. სამი დღის მონაცემებით საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 19,43%–მა გააკეთა.

არჩევნების მთავარი დღე 17 ნოემბერია.

დღეს საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იქნება გახსნილი. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ორშაბათს იქნება ცნობილი.