ორივე აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქვეყნის კონსტიტუციაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ცვლილების ჩაგდებას.
კონსტიტუციური კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ხმის მიცემისგან თავი ძირითადი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეიკავეს.