მრავალათასიანი კოლონები პარლამენტისკენ მიდიან: როგორ დაიწყო ოპოზიციის მიტინგი - ვიდეო

საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოიყარა თავი, რათა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ჩაგდება გააპროტესტონ, რაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა
Sputnik

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის შემოღებას ეხებოდა. მმართველი პარტიის რამდენიმე წევრის პროტესტის გამო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ვერ მოხერხდა.

მომხდარის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაერთიანდა და მასშტაბური საპროტესტო აქცია წამოიწყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის მოთხოვნით.