შოკოლადი, ელფი, ფიფქია, გრინჩი: ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ბოტანიკური ბაღის მერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი. დამთვალიერებელს დეგუსტაცია ორივე დღის განმავლობაში შეეძლება.

თბილისი ბაროკოს ეპოქის მუსიკისა და ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს

ბაღის ადმინისტრაცია სტუმრებს მრავალ გასართობ, გემრიელ და საინტერესო ამბებს პირდება.

„ახალი წელი გვიახლოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ შოკოლადების დრო მოსულა. შოკოლადის ფესტივალზე დაგხვდებათ ელფი, ფიფქია, გრინჩი, რაც მთავარია, სანტა და ნაძვის ხე, სადაც ბავშვები სურვილებს ჩაიფიქრებენ და შოკოლადის შესახებ საინტერესო ამბებს გაეცნობიან“ - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კი 8 დეკემბერს ნაძვის ხის საზეიმოდ განათება.