ზუგდიდში ექსპერტიზაზე 40-ზე მეტი ქალი გადაიყვანეს - ხელშეწყობა პროსტიტუციისთვის თუ?..

ქალები უმეტესად კაფე-ბარებიდან გადაიყვანეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა მათი საექსპერტო ბიუროში გადაყვანა
Sputnik

 

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდის საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში ფოთის სხვადასხვა დაწესებულებებიდან 40-ზე მეტი ქალია გადაყვანილი, იუწყება Rustavi 2.

ქალები უმეტესად კაფე-ბარებიდან აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოხდა მათი საექსპერტო ბიუროში გადაყვანა, თუმცა როგორც Rustavi 2 იუწყება, საქმე ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხება. საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტი ქალების ნაწილმა უკვე დატოვა.

მათი შემოწმება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.