რატომ დატოვა საპარლამენტო მანდატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ

დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ჯერ კიდევ პარასკევს დატოვა.
Sputnik

 

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა.

აღნიშნული განცხადება ქავარავამ დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!" - წერს სოფიო ქაცარავა.

აღსანიშნავია, რომ სოფიო ქავარავამ გაცხადება „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ, ჯერ კიდევ პარასკევს გააკეთა. სოფიო ქაცარავა საპარლამენტო უმრავლესობის მეცამეტე წევრია, რომელმაც უმრავლესობის რიგები საპარლამენტო კრიზისის დაწყების შემდგომ დატოვა.