ბათუმში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი –  Sputnik. ბათუმში 34 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ცხედარი აღმაშენებლის 22 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან დღეს დილით იპოვეს.

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

„გამოძახება დაახლოებით 10 საათზე იყო, ადგილზე ცხედარი დაგვხვდა. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, დაახლოებით 35 წლამდე“, - აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.