ლევან გიგინეიშვილი: სახიფათოა, როცა ადამიანს სიმართლის თქმის ეშინია

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი უმცირესობების დისკურსზე, სხვადასხვა სახის გულწრფელობის გამოვლინებაზე, სიმართლესა და თავისუფლებაზე საუბრობს.
Sputnik
„ჭეშმარიტების ხარჯზე რაღაცის თქმა არის ძალიან სახიფათო. სახიფათოა ადამიანის დაშინება. როდესაც მას ეშინია თქვას სიმართლე. ის ხედავს პოლიტკორექტულ სფერულ ელვებს და თუ ეს ჩაგიჯდა გულში, საშინელი ტრავმაა. ადამიანი ხდება ხეიბარი, უკვე ვეღარ ამბობს სიმართლეს, აქრობს თავის თავში გულწრფელობას. სადაც გულწრფელობა ჩამქრალია, იქ თავისუფლებაც ჩამქრალია. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ყველა გულწრფელობა კარგია. გულწრფელობა შეიძლება იყოს: მოძალადე გულწრფელობა, ბრიყვული გულწრფელობა. არ ვამბობ იმას, რომ ადამიანებს საშუალება უნდა მისცე ერთმანეთს მიმართ აგრესიულები იყვნენ. როცა ზოგადად, გულწრფელობის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა, იმის შესაძლებლობა იკარგება, რომ მე რაღაცაზე ვილაპარაკო.“- ამბობს ლევან გიგინეიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი გადაცემაში ამბობს: „დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც მასმედია ასეა ინტერნეტის სახით მოდებული და ჩემი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი არაპოლიტკორექტული გამოთქმის გამო ათასობით ადამიანს შეუძლია, ერთ წამში კაცობრიობის სიიდან ჩამომწეროს, გაცილებით მეტ წნეხს ვგრძნობ“.