მსოფლიო დღეს

ლიეტუვის პრეზიდენტმა შპიონაჟში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე შეიწყალა

ლიეტუვის პრეზიდენტის საიტზე ნათქვამია, რომ შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული რუსეთის ორი მოქალაქე „სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდისგან“ თავისუფლდება.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ რუსეთის ორი მოქალაქე – ნიკოლაი ფილიპჩენკო და სერგეი მოისეენკო შეიწყალა, რომლებიც შპიონაჟის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები, ნათქვამია რესპუბლიკის მეთაურის ოფიციალურ საიტზე

საქართველო და ლიეტუვა ფინანსურ დანაშაულებს ერთად შეებრძოლებიან

გავრცელებული ინფორმაციით, მათ „სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდისგან“ ათავისუფლებენ.

ფილიპჩენკო 2015 წელს დააკავეს კალინინგრადის ოლქიდან ბელარუსისკენ მიმავალ მატარებელში. პროკურატურის ვერსიით, ის იმ ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც რამდენჯერმე შეხვდა ლიეტუვის მოქალაქეებს – მათი გადაბირების მიზნით. 2017 წლის აგვისტოში ვილნიუსის სასამართლომ ნიკოლაი ფილიპჩენკოს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოისეენკო და ლიეტუვის მოქალაქე სერგეი პუშჩინი შპიონაჟის ბრალდებით 2014 წელს დააკავეს. ეს უკანასკნელი, პროკურატურის ვერსიით, საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა რუსეთის დაზვერვისთვის და მათ მოისეენკოს გადასცემდა.

გარდა ამისა, პუშჩინი ასევე დაადანაშაულეს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტაციის გადაცემაში, ხოლო მოისეენკო — იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვაში. 2017 წლის თებერვალში ლიეტუვის მოქალაქეს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო რუსეთის მოქალაქეს — 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.