თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აცნობეს „Sputnik–საქართელოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ჩუბინაშვილის ქუჩაზე დღეს ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.