კინომსახიობმა შაია ლაბაფმა დემნა გვასალიას ავანგარდული კოსტიუმი მოირგო

ჰოლივუდის ვარსკვლავმა წითელი ხალიჩისთვის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ზღვისფერი კოსტიუმი აირჩია.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა შაია ლაბაფმა ღონისძიებისთვის Balenciaga-ს ავანგარდული ზღვისფერი კოსტიუმი შეარჩია. ამის შესახებ ცნობილმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა Instagram-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

მსახიობმა არჩევანი შეაჩერა ზღვისფერ კოსტიუმზე 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან და მოტკეცილი, ყვავილებით მოხატული ზედა.

შაიას სამოსი შერჩეულია Balenciaga-ს გახმაურებული კოლექციიდან სახელწოდებით New Fashion Uniforms (ახალი მოდური უნიფორმა). გვასალიამ კოლექცია მსოფლიო მოდის ინდუსტრიას პარიზში სექტებერში წარუდგინა.

მაშინ დემნას ჩვენებაზე პოდიუმზე გამოჩნდნენ მოდელები „ოვერსაიზის“ პიჯაკებით, ცხოველების პრინტიანი ქურქებით, თავისუფალი შარვლებით, ბუმბულის ქურთუკებით, პატარა შავი კაბებით...

მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ფრანგულ კომპანია Kering-ის კუთვნილებაა.

რაც შეეხება ლაბაფს, Balenciaga-ს კოსტიუმი მან აირჩია ახალი ფილმის Honey Boy პრემიერისთვის წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად. შაია არის ფილმის სცენარის ავტორიც და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც.