გაზიდან ციფრულ ტექნოლოგიებამდე: რა შესთავაზა პუტინმა BRICS-ის ქვეყნებს

ვლდიმირ პუტინმა BRICS-ის ქვეყნებს რუსული ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესება შესთავაზა. თუ რას სთავაზობს რუსეთი ინდოეთს, ჩინეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას − იხილეთ ვიდეოში.
Sputnik

BRICS-ის ორდღიანი სამიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერები, ბრაზილიაში გაიმართა. ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს და რამდენიმე პროექტი შესთავაზა.

რუსეთის პრეზიდენტმა BRICS-ში შემავალი სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა – დაინტერესდნენ რუსული ციფრული ტექნოლოგიებით. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ისინი საძიებო სისტემებითა და ანტივირუსული პროგრამებით უზრუნველყონ.