საქართველოს პარლამენტთან გაშლილია კარვები. ხალხი გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავს. მომიტინგეები ერთმანეთს საკვებითაც გაუმასპინძლდნენ.
აქცია პარასკევს ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარეშე მიმდინარეობდა, რომლებიც იმ დროს ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ.