დიმიტრი ხუნდაძე: საკმაოდ ბევრნი ვართ, დღეს უნდა მორჩეს...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს იმაზე, რატომ არ უჭერს მხარს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.
Sputnik
„ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად მყარი. მე ვფიქრობ, დღეს უნდა დასრულდეს, უკვე ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ. ძირითადად არიან მაჟორიტარები და არა მხოლოდ მაჟორიტარები. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში“, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს პარლამენტში ბოლო ორი დღე ვნებათაღელვაა. „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი არიან. ოთხშაბათს მმართველმა პარტიამ მათთან კონსენსუსის მისაღწევად დრო ითხოვა, ოპოზიციამ კი „ქართული ოცნება" რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე გააფრთხილა.