მსოფლიო დღეს

ვინ არის მოლდოვის პრემიერობის კანდიდატი

ის, რაც უნდა იცოდეთ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტის პოსტზე წარდგენილი პიროვნების შესახებ – დაწვრილებითი ინფორმაცია.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტს იონ კიკუს კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც ამ დროისთვის რესპუბლიკის მეთაურის მრჩევლის თანამდებობა უკავია, იუწყება „Sputnik–მოლდოვა".

საინტერესო ფაქტები პრემიერობის კანდიდატის შესახებ:

კიკუმ მოლდოვის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა.

ფინანსთა სამინისტროში დანიშვნამდე იგი იყო ნიკოლაე ტესტემიცანუს სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე იყო კონსულტანტი სხვადასხვა პროექტებში სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით.

2008 წლის აპრილიდან 2009 წლის სექტემბრის ჩათვლით იგი იყო მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებსა და საგარეო ურთიერთობებში.

კომუნისტების მმართველობის პერიოდში, 2006–2008 წლებში, მას ეკავა მოლდოვის ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. მანამდე კი იყო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი.

მოლდოვის პარლამენტმა მაია სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

2005 წელს ეკავა მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმების მთავარი სამმართველოს დირექტორის თანამდებობა.

2018 წლის იანვარში იონ კიკუ მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

2018 წლის დეკემბერში კი დაამტკიცეს ფინანსთა მინისტრად დემოკრატ პაველ ფილიპის მთავრობაში და აღნიშნული თანამდებობა ეკავა მმართველი „დემოკრატიული პარტიის" დაცემამდე.

ამავე წლის ივლისში პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა რესპუბლიკის მეთაურის მრჩევლის თანამდებობაზე.

პროფესიული სტაჟირება გაიარა ბელგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-ში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ავსტრიაში.

იონ კიკუ 47 წლისაა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. არ არის პოლიტიკური პარტიების წევრი.