მსოფლიო დღეს

სკანდალური წერილი: ერდოღანმა ტრამპს „უკმეხი“ გზავნილი უკან დაუბრუნა

ოქტომბრის დასაწყისში ტრამპმა ერდოღანს გაუგზავნა წერილი მოთხოვნით – „შეშვებოდა სისულელეებს“ და „არ დაეღალატებინა მსოფლიო სირიაში ოპერაციით“.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკან დაუბრუნა მისი უკმეხი წერილი ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

რის შესახებ ისაუბრეს ტელეფონით პუტინმა და ერდოღანმა

ოქტომბრის დასაწყისში ტრამპმა ერდოღანს გაუგზავნა წერილი მოთხოვნით – „შეშვებოდა სისულელეებს“ და „არ დაეღალატებინა მსოფლიო სირიაში ოპერაციით“.

„ეს წერილი უკან დავუბრუნე პატივცემულ პრეზიდენტს“, — განაცხადა ერდოღანმა ამერიკელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში.

13 ნოემბერს გაზეთმა Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ლიდერმა თურქეთის ლიდერს 100 მლრდ დოლარის სავაჭრო გარიგება შესთავაზა.

თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ წამოიწყო ქურთული რაზმების წინააღმდეგ. 17 ოქტომბერს აშშ და თურქეთი ოპერაციის 120 საათით შეჩერებასა და ქურთული ფორმირებების თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონიდან გაყვანის თაობაზე შეთანხმდნენ. ამ ზონის გაკონტროლებას ანკარა თავად აპირებს.