„პროპორციული არჩევნები ივანიშვილის გარეშე“ – აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სანამ მათი გეგმა–მოთხოვნა არ შესრულდება, ისინი რუსთაველის გამზირზე დაბანაკდებიან
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს – ჩატარდეს პროპორციული არჩევნები მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

„პროპორციული არჩევნები ივანიშვილის გარეშე“ – აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს

ეს მოთხოვნა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს „აღარ აქვს ხელდასხმა ქართველი ხალხისგან“, აღარ აქვს ლეგიტიმაცია.

კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან აქციაა – ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა

მისი განცხადებით, ეს მოთხოვნა არის კიდეც მათი გეგმა და სანამ ეს არ მოხდება, ისინი რუსთაველზე აპირებენ „დაბანაკებას“.

ხუთშაბათ დილით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.