„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს

ხელისუფლებამ შეიძლება თავიდან აიცილოს მოვლენათა არასასურველი განვითარება და პარლამენტში წარადგინოს ახალი კანონპროექტი, აცხადებს ოპოზიციური პარტიის ლიდერი
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს და კვირას თბილისის ცენტრში მასშტაბურ მიტინგს გეგმავს, განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ხუთშაბათ დილით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად, მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.

„პროპორციული არჩევნები ივანიშვილის გარეშე“ – აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა წამოაყენეს

„ჩვენ გადავდივართ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმში. პირველი აქცია გაიმართება კვირას რესპუბლიკის მოედანზე. მოვუწოდებთ ყველას, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს - უნდა მოვიკრიბოთ ძალა, გავერთიანდეთ და შევიკრიბოთ კვირას. ამასთან, მოვუწოდებ სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც, შემოგვიერთდნენ კვირას“, - განუცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობას ჯერ კიდევ შეუძლია გამოასწოროს ვითარება და ჩავარდნილი კანონპროექტი უმნიშვნელო ცვლილებებით წარადგინოს.

„ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს და ამიტომ ხვალ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს უმნიშვნელო ცვლილებებით“, - განაცხადა ივაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის საკითხთა ექსპერტმა ვახტან ხმალაძემ აღნიშნა, რომ შემოდგომის სესიაზე შეიძლება თავდაპირველი ინიციატივის გატანა, გაზაფხულის სესიაზე კი, 2020 წელს, კენჭისყრაზე უკვე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი კანონპროექტის გამოტანა.

კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან აქციაა – ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა>>

ამჟამად პარლამენტის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილია“ წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.