პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდო

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო მოსმენები მესამე დღეა ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე იმართება.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებებს, რომელიც ითვალისწინებს უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ნულოვანი საარჩევნო ბარიერით, მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრა არჩევნებთან დაკავშირებით ისევ გადაიდო

„გთხოვთ ყველამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე და ყველას კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კონსტიტუციაში შესწორებებს მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის კი 113 ხმაა საჭირო.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. საარჩევნო რეფორმის ინიციატივას მაშინ მხარი მმართველი პარტიიდან 93-მა დეპუტატმა დაუჭირა. სამშაბათს კი გაირკვა, რომ დაახლოებით 30 მაჟორიტარი არის წინააღმდეგი.

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო მოსმენები მესამე დღეა ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" მიერ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე იმართება.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდო