თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან თბილისის მერის კახა კალაძის ჟესტს სოციალურ ქსელში განიხილავენ, თავად მერი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების” ოფისიდან გამოსვლის შემდეგ შუათითი აქციის წევრებისთვის არ უჩვენებია.
„მე ვისაც ვაჩვენე, ნამდვილად არ ყოფილან აქციის მონაწილეები“, – უთხრა ჟურნალისტებს კალაძემ, თუმცა არ უპასუხა კითხვას, ვის უჩვენა შუათითი.
„ჩემი საქმეა შუათითს ვის ვაჩვენებ. ვისაც ვაჩვენე, ძაან კარგად იცის. ეს რომ აქციის მონაწილეებისკენ ყოფილიყო მიმართული, ამის თქმაც არ შემრცხვებოდა“, – თქვა მან.
მოგვიანებით კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ვიდეოკადრები თავადაც იხილა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკნიუსი“ უწოდა.
მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ანელებს ავტომობილით სვლას თბილისის მერი დაცვის თანამშრომლებთან ახლოს და ვიღაცის მიმართულებით სახასიათო ჟესტს აკეთებს.
„თითი თავისია დაა როგორც უნდაა ისეე გამოიყენებს“, „ეს მისი თითი არ არის ჩაუდეს“, „გაგებით მოეკიდეთ, არ ველოდი კალაძისგან. 4 შვილის მამა და ოჯახის კაცი“, „უარესის ღირსები ხართ. არ ამოიღოთ ხმა არაფერზე იყავით გასუსულები“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.