როგორ აღნიშნეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე საქართველოში – ფოტო

Sputnik

1226 წელს ხვარაზმის სულთანი ჯალალ ედ-დინი თავისი ჯარით საქართველოს შემოესია. დამპყრობელს ქართველი ხალხის გამუსლიმანების სურვილი ამოძრავებდა და ქართველ ხალხს ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვას აიძულებდა. ამას შეეწირა 100 ათასი ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაზე.

ჯალალ ედ-დინმა შემოსევის დროს სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევისა და მის ნაცვლად საკუთარი ტახტის დადგმის ბრძანება გასცა. შემდეგ, მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან ხიდზე გამოასვენეს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და ქალაქის მოსახლეობას მის გათელვას აიძულებდნენ.

ის, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და შეურაცხყოფდა ხატს, სიცოცხლეს შეინარჩუნებდა, დანარჩენებს კი თავს მოჰკვეთდნენ. ამ დღეს სარწმუნოების დაცვას ასი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

 

1 / 12
100 ათასი მოწამის ხსენების დღეს საქართველოში ყოველ წელს აღნიშნავენ 13 ნოემბერს
2 / 12
ამ დღეს ათასობით მორწმუნეს მიაქვს ხატები და ყვავილები მეტეხის ხიდზე
3 / 12
უკვე 800 წელია ყოველ წელს ქართველი ხალხი პატივს მიაგებს 100 ათას მოწამეს. მეტეხის ხიდზე ამ დღეს ათასობით მორწმუნე იკრიბება - ტურისტები კი, რომლებიც თავისუფალ დროს ხშირად ამ ადგილზე ატარებენ, მოვლენებს საკუთარი ვიდეო კამერებით იღებენ
4 / 12
1227 წელს საქართველოს ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დაესხა თავს. ბრძოლის პირველ დღეს ქართულმა არმიამ თბილისთან მტერი მიგერია, თუმცა თბილისში მცხოვრებმა სპარსელებმა ღამით ქალაქის კარიბჭე გახსნეს და მტრის ჯარი შემოუშვეს
5 / 12
ჯალალედინმა შემოსევის დროს სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევისა და მის მაგივრად საკუთარი ტახტის დადგმის ბრძანება გასცა. შემდეგ, მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან ხიდზე გამოასვენეს ღვთის მშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და ქალაქის მოსახლეობას მის გათელვას აიძულებდნენ
6 / 12
ის, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და შეურაცხყოფდა ხატს, სიცოცხლეს ინარჩუნებდა, დანარჩენებს კი თავები მოჰკვეთეს. ამ დღეს სიწმინდის დაცვას ასი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა
7 / 12
ასი ათასი მოკვეთილი თავი და ცხედარი წაყვა მაშინ მტკვარს, რომელიც წითელი გახდა სისხლისგან. ხიდი დიდი ხნის წინ დაინგრა, თუმცა როდესაც მდინარეში წყლის დონე იკლებს, მისი საყრდენების დანახვაა შესაძლებელი
8 / 12
უკვე ჩვენს დროში, 2015 წელს, მეტეხის ხიდს სახელი გადაერქვა - ახლა მას ასი ათასი მოწამის ხიდი ჰქვია
9 / 12
ასი ათასი მოწამის ხსენების დღე 13 ნოემბერს აღინიშნება
10 / 12
ისტორიულ ადგილზე ქალაქის მცხოვრებებს მიაქვთ ყვავილები და სანთლები, კათალიკოს პატრიარქი და მოძღვრები ლოცვებს აღავლენენ. მეტეხის ხიდზე ასევე მიასვენებენ ასი ათასი მოწამის ხატს
11 / 12
ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს თბილისის სხვადასხვა უბნებში მორწმუნეები აწყობენ მსვლელობებს - ისინი ქალაქის სხვადასხვა მხარეებიდან ხატებს მიასვენებენ მეტეხის ხიდისკენ
12 / 12
1226 წელს დაღუპულთა სახელები უცნობია, თუმცა მათი გმირობა დაუვიწყარია