ხუთშაბათს დილით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებას მისცა ხმა. მმართველი პარტია საკუთარ მაჟორიტარებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცვლილების მომხრე იყო, ხმების რაოდენობამ 101 შეადგინა, კანონპროექტის დასამტკიცებლად კი საჭირო იყო მინიმუმ 113. პროტესტის ნიშნას პარლამენტთან დღისით სპონტანურად გაიმართა აქცია, რომელიც საღამოს მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.