ყვარელში 15 წლის გოგონას ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თბილისის მიკროავტობუსში შეამჩნიეს, ბოლოს კი ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს პოლიცია ეძებს, იუწყება ტელეარხი Imedi.

„პირველი არხის“ თანამშრომელს სამი დღეა ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა გუშინ სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. არასრულწლოვანი თბილისის მიკროავტობუსში შეამჩნიეს, ბოლოს კი ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

ტელეარხის ინფორმაციით, არასრულწლოვანი სასტუმროში მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა და მათ ნომრის დაჯავშნა სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ არც ერთს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენიათ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა.

ამ დრომდე ორივე ახალგაზრდის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.