ყვითელი ამბები

დაუჯერებელია, მაგრამ ეს გოგონა თამთა გოდუაძის შვილია - ფოტოები

რთულად წარმოსადგენია, მაგრამ თამთა გოდუაძეს 38 წელი შეუსრულდა. მომღერალი შეუდარებლად გამოიყურება. მისი პიკანტური ფოტოები და იმიჯის მუდმივი ცვლილება აღფრთოვანებას იწვევს, დაუჯერებელია, მაგრამ მომღერალს 24 წლის შვილი ჰყავს
Sputnik

საბერძნეთის დედაქალაქში მოღვაწე ქართველი მომღერალი საქართველომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. თამთას ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის ჟიურის წევრობა შესთავაზეს, და ისიც სამშობლოს დროებით, მაგრამ დიდი სიხარულით დაუბრუნდა. ქართველი მსმენელი მას ულევი სიყვარულითა და აღფრთოვანებით შეხვდა.

პროექტის მსვლელობისას თამთა არაორდინალურობით და კრეატიულობით გამოირჩეოდა. კონკურსანტების მიმართ განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს იჩენდა და ამით უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა. პირველი სეზონი მისი და ახლა უკვე ცნობილი მომღერლის თორნიკე ყიფიანის ტრიუმფით დასრულდა. საქართველოსთვის „X ფაქტორი“ სიახლე იყო, თამთამ კი შრომისმოყვარეობის შედეგად პირველ წარმატებას მიაღწია.

ბერძნებმა თამთა შოუ „სუპერ აიდოლით“ გაიცნეს. ამ პროექტმა მას პოპულარობა მოუტანა და მომღერალი ფინალში გავიდა, საბოლოოდ კი მეორე ადგილი დაიკავა. მის პოპულარობას ქარიზმატულობამ, ენერგიულობამ და თვალშისაცემმა გარეგნობამ ხელი შეუწყო. წელს კი ბერძენი და ქართველი მსმენელი თანაბრად გააბედნიერა. „ევროვიზია 2019“-ზე მისი გამოჩენა დიდი შოკი იყო. შემსრულებელი „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით გამოვიდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. მუსიკოსი ჟიურისა და მაყურებლების წინაშე წარდგა კომპოზიციით Replay.

 

ცოტა ხნის წინ ბერძნულ მედიაში თამთას და მისი შვილის ფოტოები გავრცელდა. თამთა ამობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცვა. მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.

„მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის“.

თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი, ანი ხაჭვანი ჰყავთ, რომელიც 24 წლისაა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ თამთა იდეალურად გამოიყურება და შეუძლებელია, ამხელა შვილი ჰყავდეს.