თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 2018 წლის ოქტომბრის პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ფოთის პორტში რეისების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ბათუმის პორტში კი 5%-ით, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ოქტომბერში ფოთში 241 რეისი განხორციელდა, ბათუმში კი 104.
საქართველოს სააზღვაო პორტები
რეისების რაოდენობა | 2018 წლის ოქტომბერი | 2019 წლის ოქტომბერი |
ფოთის პორტი | 158 | 241 |
ბათუმის პორტი | 99 | 104 |
რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, საქართველოში ფოთის პორტის გავლით 2 284 ვიზიტი (+88%), ბათუმის პორტის გავლით კი 1 344 (+0,2%) განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მასალებში.