საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქართველმა სეისმოლოგებმა მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან 6 კილომეტრში, სოფელ სათხეში დააფიქსირეს
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები 07:18 საათზე ქალაქ ნინოწმინდიდან 6 კილომეტრში, სოფელ სათხედან 3 კილომეტრში დააფიქსირეს.

ინფორმაცია დაშავებულებისა და დაზიანებების შესახებ არ ვრცელდება.