თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას დაიწყებს, განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მთლიანად გარემონტდება სამი კილომეტრი სიგრძის გზა და ასევე განახლდება გარე განათება.
„კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა", - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარის გამოიყოფა.
კუს ტბა საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებელებისთვის და სტუმრებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილია. მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, აქვე არის რამდენიმე კაფე და რესტორანი. ტბასთან ახლოს მდებარეობს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. კუს ტბაზე მოხვედრა შესაძლებელია მანქანით ან საბაგირო გზით ილია ჭავჭავაძის გამზირიდან. საბაგიროს სადგური ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს მდებარეობს.