ვაშაძე: ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე ისაუბრა
Sputnik
„ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ. თუ ვიღაც ფიქრობს, რომ რადიკალურად გაუმჯობესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ექნებათ იანვარში, თებერვალში, მარტში, რათა გაზაფხულზე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები, ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ფიქრი იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მომავალი წლის გაზაფხულამდე რადიკალურად შეიცვლება, ფანტაზიაა.